ლაგოდეხის დენდროლოგიური პარკის ინფრასტრუქტურა განახლდა
პროექტი განხორციელდა, სოფლის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციაციის პროექტის ფარგლებში, პარკში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების 120 მეტრის სიგრძის ღობე, ტერიტორია დასუფთავდა უკანონო ნაგავსაყრელებისგან და დაირგო 7–მდე სხვადასხვა სახეობის ხე.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის დირექტორის, ვალერი ოღიაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ლაგოდეხში გარემოს დაცვას და ტურიზმის განვითარებას.
,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, მოვიპოვეთ 10 000 ლარამდე გრანტი. დენდრარიუმს, რომელიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ნაწილია, გაუკეთდა თანამედროვე სტანდარტების ღობე, ტერიტორია დასუფთავდა ნარჩენებისაგან, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. 1990–იანი წლებიდან პარკი დაუცველი იყო, არ ჰქონდა დამცავი ღობე, ნადგურდებოდა პირუტყვის მიერ, მოსახლეობა ყრიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. პრაქტიკულად ამ უნიკალური პარკის განადგურების საშიშროება იდგა. პროექტის ფარგლებში გაკეთებული დამცავი ღობე შეინარჩუნებს დენდრარიუმში დაცულ ბიომრავალფეროვნებას. ტერიტორიაზე, ასევე, აღრიცხულია სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 30–ზე მეტი ასწლოვანი ხე-მცენარე, მათ შორისაა, გინკგო ბილობა, პავლოვნია, მაკლურა, ბამბუკი, სულანჟის მაგნოლია, გლედიჩია, სპარსული ხერკინა და სხვა’’,– განუცხადა Knews.ge-ს ვალერი ოღიაშვილმა.