ახალი ამბები

დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა გაქურდეს

შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივების მტკიცებით, ქარხნის დარაჯი, 1938 წელს დაბადებული გოდერძი გონაშვილი უცნობმა პირებმა ჯერ დააბეს, შემდეგ კი აწამეს. შენობიდან მოპარულია დიდი ოდენობისა და ღირებულების კაბელები.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ახალგაზრდების ჯგუფია, რომლებიც წინა დღეს დაწესებულებაში მივიდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ დაკარგულ ძაღლს ეძებდნენ.
დაზარალებული მამაკაცი ტომოგრაფიული გამოკვლევისთვის თბილისში, ოპტიმალ მედიში, გადაიყვანეს.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 126-ე მუხლებით, რომლებიც ქურდობასა და ძალადობას გულისხმობს.