თელავში „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნა
„ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე აცხადებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური ფილიალი.
წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ საქართველოს მასშტაბით 54 ფილიალს აერთიანებს.
„ბიბლუსი უკვე 9 წელია საზოგადოების წიგნიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მსგავსი ტიპის მომსახურების სფერო ამ ქალაქისთვის ინოვაციაა. ის არა მხოლოდ ალამაზებს და უფრო მიმზიდველს ხდის ქალაქს, არამედ ბიზნეს გარემოსთვისაც ძალიან კარგი ფაქტორია და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით განავითაროს ბიზნესი,“ – განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.
თელავის „ბიბლუსი გალერიში“ ამჟამად 18 ადამიანია დასაქმებული. ფილიალი თელავში, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე, მდებარებს.