აზერბაიჯანის მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ
ყურბან ბაირამი მუსლიმური მთვარის კალენდარის, ზულ–ხიჯას 12- ე თვის მეათე დღეს აღინიშნება. გრიგორიანული კალენდარის მიხედვით, აღნიშვნის თარიღი ყოველწლიურად იცვლება.
დღესასწაულის ისტორია ძველი აღთქმის და ყურანის ლეგენდას უკავშირდება, სადაც წინასწარმეტყველ აბრაამს (ან იბრაგიმს, ყურანის მიხედვით), თავიდან მსხვერპლად შესაწირად გამიზნული ვაჟის ნაცვლად,მსხვერპლშეწირვისთვის ცხვარი გამოეგზავნა.
დღესასწაული იწყება გარიჟრაჟზე, როდესაც მორწმუნეები დილის ლოცვაზე მიდიან. ამ დღეს ყველა ცდილობს ახალ ტანსაცმელში იყოს გამოწყობილი. ლოცვის შემდეგ იწყება მსხვერპლშეწირვა – ცხვრების, ძროხების და აქლემების.
ისლამი ამ დღეს იმ ცხოველის მსხვერპლად შეწირვას ითვალისწინებს, რომლის ხორციც, ტრადიციის მიხედვით, უპოვარებს უნდა დაურიგდეთ. სამსხვერპლო ცხოველი შეიძლება იყოს – ცხვარი, ძროხა და აქლემი – აუცილებლად მამალი. აზერბაიჯანში ძირითადად ცხვრის შეწირვაა მიღებული. მსხვერპლშეწირვის წინა დღეს მათ წითელი ლენტებით რთავენ, ან ბეწვის ნაწილს წითლად უღებავენ.
პარასკევს საქართველოს აზერბაიჯანულ თემში არსებულ ყველა მეჩეთში დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა.