კახეთის 72 სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებს დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
როგორც knews.ge-ს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში განუცხადეს, სამივე მუნიციპალიტეტს გაზი მიწოდება აღუდგება საღამოს 20 საათზე.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ: ქალაქ გურჯაანს და გურჯაანის რაიონის სოფლებს – ჩუმლაყს, ახაშენს, ველისციხეს, მუკუზანს, ვაზისუბანს, კალაურს, ვაჩნაძიანს, კახიფარს, ვეჯინს, გურჯაანს, ძირკოკს, ჭანდარს, ზეგაანს, შაშიანს, ყიტაანსა და კოლაგს, ასევე, ქალაქ გურჯაანს, ქალაქ ლაგოდეხს და ლაგოდეხის რაიონის სოფლებს – ჭაბუკიანს, გიორგეთს, ვერხვის მინდორს, აფენს, გვიმრიანს, ფოდაანს, ზემო და ქვემო ნაშოვარს, ბაღდათს, ონანაურს, ქევხიანს, არეშფერანს, ხოშატიანს, ზემო და ქვემო ბოლქვს, ბებურიანს, მირსკისეულს, აბაშისწყალს, ქალქვა-ნამესრალს, ლელიანი-შუა პლანს, ლაფნიანს, ფიჩხიბოგირს, გუჯარეთს, მაწიმს, რაჭისუბანს, შრომას, კავშირს, ნინიგორს, ცოდნისკარს, თელას, ჩადუნიანს, წიფლისწყაროს, ვარდისუბანს, სვიდებას, მშვიდობიანს, ჭიაურს, წითელგორს, თამარიანს, ჰერეთისკარს, კართუბანს, კაბალს, ყარაჯალას, განჯალასა და უზუნთალას, ქალაქ ყვარელსა და ყვარლის რაიონის სოფლებს -გრემს, ენისელს, შილდას, გავაზს, სანავარდოს, კუჭატანს, წიწკაანთსერს, ზინობიანს, ახალსოფელს, მთისძირსა და საბუეს“, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.