თელავის თემის სოფელ ართანაში ხანძარია
ართანას მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე კვამლი ადგილობრივმა მოსახლეობამ დილით შენიშნა და სამაშველო სამსახურს შეატყობინა.
როგორც Knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამმართველოში განუცხადეს, რთული რელიეფის გამო, ამ ეტაპზე მეცხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებენ, რადგან ხანძრის კერასთან მისვლა სპეციალურ სამაშველო მანქანას უჭირს. მისივე ინფორმაციით, მეხანძრეებს დაახლოებით 5 კილომეტრის გავლა ფეხით მოეუწევთ.
“ძალიან რთულია ხანძრის კერამდე მისვლა. ხანძრის კერამდე ტექნიკის მისვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. მეხანძრეები იქამდე ფეხითაც კი ვერ მიდიან, რადგან ტყე ფოთლოვანია და საკმაოდ გაუვალი”, – განუცხადეს Knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამმართველოში.
ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.