ახალი ამბები

თუშეთში, სოფელ ხახაბოში ტყე იწვის

თუშეთში, სოფელ ხახაბოში ტყე იწვის. როგორც knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტრაზეა გავრცელებული და ქარის გამო არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება. 
„ხანძარი პატარა ტერიტორიაზეა გავრცელებული. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხახაბოს ტყისკენ მიემართებიან და რამდენიმე წუთში მივლენ. ტყეში ქარია და შესაძლოა ცეცხლი გავრცელდეს“, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა. 
მისივე ინფორმაციით, ცეცხლი წუხელ, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

ბოლო კვირაში კახეთში ხანძრის გაჩენის ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.