ახალი ამბები

თუშეთში ხანძარია

სოფელ ომალოში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, ხანძარი ძლიერი არ არის, ადგილზე კი 3 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს.

,,არის ბოლი, რომელიც ხანძრის შედეგად აქტიურდება. მდგომარეობა არ არის საშიში, ცეცხლი რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზეა, რომელიც დასახლებულ პუნქტამდე შორს არის. აღნიშნული კერის სალიკვიდაციო სამუშაოები მალე დასრულდება”, – განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ.