თელავში ,,შენების მოძრაობიდან” მერობის პოსტისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს
,,შენების მოძრაობამ” თელავის მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, გელა გელაშვილი ქალაქის წარმატებული მერი იქნება.
,,ჩვენი ამოცანაა პოლიტიკურ შრომაში შევეჯიბროთ სხვებს. არაკვალიფიციური პოლიტიკოსები უნდა შევცვალოთ კვალიფიციურებით. ჩვენ გუნდს გააჩნია ცოდნა, გამოცდილება. შეგვიძლია, მთელ ქვეყანაში განვახორციელოთ მნიშნელოვანი ცვლილებები”, – განაცხადა მერობის კანდიდატის წარდგენისას პარტიის ლიდერმა.
გელა გელაშვილის განცხადებით, იგი ბოლომდე იბრძოლებს თელავის მერობისთვის.
,,ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა არის ის, რაც თელავს სჭირდება”, – აღნიშნავს გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გელა გელაშვილი პარტია ,,ეროვნული ფორუმიდან” თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.