ახალი ამბები

სიღნაღში ცხოველების თავშესაფრის მეპატრონის ცემის ფატზე გამოძიება დაიწყო

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაზარალებულს ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება. 
შეგახსენებთ, რომ 42 წლის მატილდა მირზოევა გუშინ სცემეს. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ლაშა გეგეჭკორმა გაავრცელა. როგორც knews.ge–ს მირზოევამ განუცხადა, გუშინ, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ქალაქის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლი სახლში მიჰყავდა, რომლის დროსაც მოულოდნელად მას თავს დაესხა ახალგაზრდა მამაკაცი და ფიზიკურად გაუსწორდა.