ახალი ამბები

თუშეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ომალოში დღეს გაჩენილი  ცეცხლის ჩაქრობა სამაშველო ბრიგადების დროული მუშაობის შედეგად მოხერხდა. ცეცსლი  ხმელ ბალახს დღეს შუადღეზე გაუჩნდა, იყო საშიშრიება ხანძარი გავრცელებულიყო, თუმცა საბედნიეროდ მისი ლიკვიდაცია მალე მოხდა. 

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა  knews.ge-ს განუცხადა, ხანძარი ძლიერი არ იყო და მისი ჩაქრობა ადვილად მოხერხდა.  შეაგხსენებთ, რომ დღეს  ომალოსთან ახლოს  3 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახური სრულ მზადყოფნაშია, რათა სტიქიის შემთხვევაში საჭიროების მიხედვით იმოქმედოს.