სოფელ მანავში 2 ჰექტარი ტერიტორია იწვის
,,ცეცხლი მანავის ისტორიული ძეგლის ფერდობზე გაჩნდა. ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი ლოკალიზება, რადგან სახანძრო მანქანა ვერ მიდის ადგილამდე, საჭროა სამხიდიანი მანქანა. ჩვენი ძალებით ვებრძვით ხანძარს, რომ სხვა ტერიტორიებზეც არ გავრცელდეს. ცეცხლი უკიდია ხმელ ბალახებსა და ბუჩქებს. რაც შეეხება ხანძრის გავრცელების საფრთხეს დასახლებულ პუნქტებამდე, ამისი საშიშროება არ არსებობს”, – განუცხადა knews.ge-ს დიმიტრი საბაშვილმა.
დღეს ხანძარი, ასევე, გაჩნდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მიმდიბარე ტერიტორიაზე. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები და ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.