სიღნაღელი მევენახეები შესაძლოა ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩნენ
მათი მტკიცებით, სოფლებში სარწყავი სისტემა არ არსებობს, რის გამოც ვენახების მორწყვას ვერ ახერხებენ და ყურძენს გვალვა ანადგურებს.
,,ბოლო ორი თვის განმავლობაში კახეთში წვიმა არ მოსულა, საშინელი სიცხეები იყო და ვენახში წყალი ვერ შევიტანეთ. სარწყავი სისტემაც არ არის მოწესრიგებული. ისედაც წინა თვეებში მოსულმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის დაახლოებით 70% გაანადგურა და რაც დაგვრჩა, გვალვა აფუჭებს. თუ ასე გაგრძელდა, ყურძნის მოსავალი აღარ გვექნება, არადა მისი მოვლისთვის ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ და მის დაფარვას როგორ მოვახერხებთ არ ვიცით. მსგავს სიტუაციაში არიან კახეთის რეგიონში მცხოვრები სხვა მევენახეებიც ”,– განუცხადეს Knews.ge-ს სიღნაღში მცხოვრებმა მევენახეებმა.