მედია ცენტრი კახეთი

ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ

„მედია ცენტრი კახეთი“  (MCK) არის არასამთავრობო ორგანზაცია, რომელიც უკვე 15  წელია  მუშაობს კახეთის რეგიონში და სხვადასხვა თემატურ პროექტებს ახორციელებს თავის მედია პარტნიორთან  –  „კახეთის ხმასთან“,  აგრეთვე „მედია კაფესთან“ ერთად და თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დაფუძნებულია 2002 წლის 3 სექტემბერს ქალაქ გურჯაანში.

 ახალგაზრდა მოხალისეთა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეს სარა დიშის დახმარებით ორგანიზაცია თავის პროგრამებში რთავს ადგილოვრივ ახალგაზრდა აქტივისტებს, ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას სოფლად და  ეხმარება ადგილობრივ  საჯარო ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გახდნენ უფრო გამჭირვალე და ანგარიშვალდებული. „მედია ცენტრი კახეთის“ პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივ ახალგაზრდებს გაიძლიერონ ლიდერული უნარები, ამაღლდეს მედია წინიერების ხარისხსი და საზოგადოების სამოქალაქო ჩართულობა.

 „მედია ცენტრი კახეთის“ (MCK)  მიზანია კახეთის რეგიონში უფრო ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო კულტურის ფორმირების ხელშეწყობა დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერით. ამ მიზნით ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივებს, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სამოქალაქო აქტივობის მხარდაჭერაზე.

პროგრამების განხორციელებისას მთავარი პრინციპებია

ü  მედია, როგორც სამოქალაქო განათლებისა და ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელოვანი საშუალება;

ü  სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებისა და DCFTA (ევროკავშირთან ასოცირების პროცესის)  შესახებ ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება და ფერმერთა განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა.

ü  სათემო განვითარება და კულტურის სფერო, როგორც საზოგადოების გააქტიურების კარგი საშუალება;

ü  სამოქალაქო და საარჩევნო განათლება და ინფორმირება.

ორგანიზაციის სტრატეგიული პროგრამები და მიმდინარე პროექტები:

1.  სახელმწიფოს მიერ დაფინანებული და მიმდინარე სოფლის მეურნეობის პროგრამების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის, ამავე დროს, ფერმერთა და სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების ინფორმირება და ჩართულობის ხელშეწყობა, ამ ჯგუფების ადვოკატირება საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომის გაზრდისათვის, რათა ხელი შეეწყოს საზოგადოების თანამონაწილეობასა და პროგრამების ეფექტურობის შეფასებას, ხოლო საჯარო უწყებები გახდნენ უფრო გამჭირვალე და ანგარიშვალდებული. (ამ მიმართულებით ორგანიზაცია მუშაობს რამდენიმე პარტნიორთან და ევროპის ფონდთან).

2. ამავე დროს, „მედია ცენტრი კახეთის“ მთავარი მიმართულებაა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება და მათი სამოქალაქო ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა, სათემო განვითარების ხელშეწყობა,  რისთვისაც ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორებთან და დონორებთან ერთად. 2017 წელის დასაწყისიდან სათემო განვითარების მიმართულებით ვთანამშრომლობთ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ და  მსოფლიო ბანკთან, რომელთა მხარდაჭერით კახეთის 2 მუნიციპალიტეტში, ყვარელსა და გურჯაანში მიმდინარეობს პროექტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მეშვეობით ადგილობრივი თემის  სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება და სათემო ინციატივების მხარდაჭერა.

3. 2017 წლიდან როგორც ადგილობრივი პარტნიორი ჩართული ვართ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის DCFTA  შესახებ ადგილობრივი ფერმერების ინფორმირებისა და ჩართულობის მიმართულებით. ჩვენი პროგრამები  ხელს უწყობს ინტერესთა ჯგუფებისა და სამიზნეების პოტენციალის შეფასებას, ინტერესთა გამოკვეთას, მათ ინფორმირებასა და ჩართულობას და საზოგადოებისათვის ადგილობრივი ინიციტივებისა და სამეწარმეო უნარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.  როგორც ადგილობრივი პარტნიორები ვთანამშრომლობთ  PIN (People in Need) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

 პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA), ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებზე (SME) სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვის პარალელურად, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაძლიერებას. DCFTA -ს ფარგლებში,  დონორი: ევროკომისია
პარტნიორები: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი.

 4. 2017  წლის ივლისიდან დავიწყეთ ადგილობრივ ფერმერთა ინფორმირების პროექტი Agromedia  – ინოვაციური ვებ პლატფომის გამხორციელება Internews Georgia  -სთან ერთად. პროექტის მიზანია ერთიანი საინფორმაციო სოვრცის შექმნა საქართველოს ფერმერთა ინფორმირებისა და განათლების ხელშეწყობისთვის. პროექტის ფარგლებში 2017 წლის ბოლომდე შეიქმნება ვებ პორტალი, სადაც განთავსდება ფერმერთა საინფორმაციო ბაზა და პროფესიონალთა რჩევები, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების ანალიზი. პროექტი ხორციელდება „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც “ინტერნიუსი-საქართველო” საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

5. ამჟამად ვმონაწილეობთ  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSRDG -ის პროგრამაში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ტრენინგების ციკლში, რომლის  მიზანია დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებაში. ჩვენი მიმართულებაა სურსათის უვნებლობის სტანდარტები და საქართველოს ვალდებულებები, გარევაჭრობის მოუგვარებელ პრობლემები, არარეგისტრირებულ მეწარმეები, მოსახლეობის არაინფორმირებულობა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა, – სურსათის უვნებლობის მიმართულებით .

 

მედია კაფე

2012  წლის 3 ნოემბერს   „მედია კაფე“ ქალაქ თელავში გაიხსნა. ის „მედია ცენტრისა“ და  „კახეთის ხმის“ ერთობლივი პროექტია და  ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას, მოქალაქეთა ჩართულობასა და აქტივიზმს.

Media Cafe მომხმარებელს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობს, მისი სივრცე ეთმობოდა სადისკუსიო შეხვედრებს, პრეზენტაციებს, სემინარებსა  და კინო-ჩვენებებს. კაფე 2016 წლამდე ქალაქ თელავში ერეკლე მეორეს გამზირზე მუშაობდა, თუმცა ორგანზაციის ახალ ოფისში გადასვლასთან დაკავშირებით მუშაობა დროებით შეწყვიტა. „მედია კაფეს“ ხელახალი გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება.

Media Cafe მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორგანიზაციის განვითარებაზე. უშუალოდ „მედია ცენტრის“ მიერ პარტნიორებთან ერთად 4 წლის მანძილზე 1000 მდე  სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა: სადისკუსიო შეხვედრები ახალგაზრდებისთვის, საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები, წიგნის განხილვები, კონფერენციებიმ შეხვედრები, ტრეინინგ-პროგრამები და საჯარო განხილვები. საბოლოო ჯამში, „მედია კაფეს“ სერვისებით დაახლოვებით 10,000 ზე მეტმა ადილობრივმა ახალგაზრდამ ისარგებლა.

ამჟამად „მედია კაფე“ მდებარეობს იმავე შენობაში, სადაც არის განთავსებული „მედია ცენტრის“ ოფისი, ამავე დროს გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქცია. შენობა მდებარეობს ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო „რჩეულის“ გვერდით, ილია ჭავჭავაძის 160 ნომერში.

დასრულებული პროექტები:

  • 2017  წელს  პროექტის „MOLI კახეთში“ მხარდაჭერით ჩატარდა  სოფლის მეურნეობის მოსახლეობის ინტერესების კვლევა.  აუდიტორიის ინტერესების შესწავლა სოფლის მეურნეობის სფეროსა და სამეწარმეო უნარების განვითარების შესახებ მედია პროდუქციის მიმართულებებისა და პროგრამირების განსაზღვრისა და აუდიტორიის მოთხოვნების დასადგენად.  რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა  კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში: თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და ყვარელში შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ჩატარდა. სოფლის მეურნეობის საკითხების ეკონომიკური და სოციალური აქტივობისა და, აგრეთვე, არსებული მედიაგარემოს შესაფასებლად გამოიკითხა სოფლად მცხოვრები 270 მოქალაქე.  პროექტი განხორციელდა პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში სიღარიბის შემცირებას მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობით. პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის “HEKS EPER ოფისი სამხრეთ კავკასიაში“ მიერ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.
  •  2016 წელი / მსოფლიო ბანკი  – ახალგაზრდები თემის განვითარებისათვის. პროექტი  განხორციელდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების თემში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდული ინიციატივების შემუშავების მხარდაჭერას და წარდგენას მუნიციპალიტეტისადმი.
  • 2016 წელი საარჩევნო სისტემების ფონდი -საარჩევნო პროცესის შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება. პროექტი განხორციელდა კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში: საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.
  • 2016 წელი საარჩევნო სისტემების ფონდი – მედია წიგნიერება და ახალგაზრდა ამომრჩეველი პროექტი განხორციელდა კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში: საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.  მოეწყო „მედია ბანაკი“
  • 2015 წელი – UNDP/ UN Women  – გენდერული თანასწორობის კამპანია – საინფორმაციო კამპანია კახეთის 3 მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა ქალებისთვის განხორციელდა და მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ქალთა ინფორმირებას და მათი მონაწილეობის გაზრდას.
  • 2015 წელი – „სათემო განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი –  „ხმა კახეთისა“ 100 წლის წინ. ჩატარდა კახეთის პერიოდული პრესის კვლევა. მოეწყო კვლევის შედეგების პრეზენტაცია და გამოფენები 3 ქალაქში: თელავში, სიღნაღსა და გურჯაანში. 
  • 2014 – PIN  დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. ორგანიზებას ვუწევთ ფესტივალებს კახეთში 2009 წლიდან. ჩატარებულია 100 მეტი სადისკუსიო შხვედრა და ფილმის განხილვები. ნაჩვენები იყო 40 ზე მეტი რეჟისორის დოკუმენტური ფილმი კახეთის 30 სოფელსა და 4 ქალაქში.
  • 2012-13 – Polish foundation West East – პოლონეთის დახმარება საქართველოს. გმინა პლუჟნიცასთან პარტნიორობით და პოლონურ ორგანიზაცია „არასამთავრობოთა ქსელთან“ თანამშრომლობით მოეწყო ტრეინინგ-პროგრამა ადგილობრივი სათემო ორგანიზაცებისათვის, ვორქ შოპი და გაცვლითი პროგრამა ვარშავაში. პროექტის პარტნიორი იყო „მედია ცენტრი კახეთი“.  პროექტის შედეგად გადამზადაა 14 ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი პროექტების მართვისა და კომუნიკაციის მიმართულებით.
  • 2011 წელი- Eucomission „კავკასიურ სახლთან“ პარტნიორობით განვახორციელეთ პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითარებისათვის“. ევროპული ფონდი „ჰორიზონ“; სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალთან ერთად. პროექტის შედეგად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებებისათვის შეიქმნა განვითარების სტრატეგიული გეგმები, ამავე დროს, ხელი შეეწყო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებას და სტრატეგიულ განვითარებას.
  • 2010-11 წელს „ევრაზიის პარტნიორობის ფონდის“ მხარდაჭერით „მედია ცენტრის მიერ“ გაზეთ „კახეთის ხმასთან“ პარტნიორობოით განხორციელდა  სახელმწიფო პროგრამა რთველის სუბსიდირების მონიტორიგი. რამაც მნივნელოვანი გამოცდილება მისცა ჩვენს გუნდს.