ახალი ამბები

სიღნაღში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

,,ტერასას“ ხელმძღვანელი, ზურაბ ბეროშვილი აცხადებს, რომ ისინი ტურისტებს ქართულ და უცხოურ სამზარეულოს, ქართულ ღვინოებს და სხვა სახის მომსახურებას სთავაზობენ. 
მისივე ინფორმაციით, ტურისტული ობიექტის მიზანია ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია და სიღნაღში ტურიზმის განვითარება.
,,ჩვენ ტურისტებს ვთავაზობთ უგემრიელეს სამზარეულოს, როგორც ქართულს ასევე ევროპულს, განსხვავებულ და გემრიელ სასმელებს და კარგ მომსახურებას. ჩვენ გამოვირჩევით სხვა ობიექტბისგან სწორედ ამით და იმ გამოცდილებით, რასაც უკვე წლებია ვაგროვებთ არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. ჩვენი ტურისტული ობიექტი მდებარეობს სიღნაღში, რომელსაც აქვს უნიკალური ხედი, რასაც სხვა ვერცერთ ადგილას ვერ ნახავთ. ფასებს რაც შეეხება, ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის საკმაოდ მისაღები და სხვა ობიექტებთან შედარებით დაბალი. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და გემოზე, რაც უფრო მომგებიანია. უცხოელი სტუმრებიც ხშირად გვყავს და ჩვენი მომსახურება ძალიან მოეწონათ, თუმცა მოსახლეობას ახალი ტურისტული ობიექტის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს და ვცდილობთ, ცნობადობა გავზარდოთ. ჩვენი ობიექტი არის საოჯახო, სადაც დასაქმებულები ვართ ოჯახის წევრები’’,– განუცხადა knews.ge-ს ზურაბ ბეროშვილმა.
მისივე თქმით, „ტერასა“ აგროტურიზმის მიმართულებით საქმიანობის დაწყებას გეგმავს და ნუკრიანის სახელოსნოებთან თანამშრომლობას იწყებს.
,,თანამშრომლობას ვიწყებთ ნუკრიანის სახელოსნოსთან, სადაც მზადდება ხელნაკეთი სუვენირები, რომელიც ასახავს ქართულ კულტურას და ტრადიციას. აღნიშნულ ნამუშევრებს შევთავაზებთ ჩვენთან მოსულ ტურისტებს. გარდა ამისა, ვსწავლობ ღვინის დეგუსტაციების სპეციფიკას და ჩვენთან მოსულ სტუმრებს ამ სერვისსაც მალე შევთავაზებ. გარდა ამისა, დაგეგმილი მაქვს ტურისტებს მოკლე ინფორმაცია მივაწოდოთ სიღნაღზე და რეგიონზე. მათ ქართული კერძების განსხვავებულ ვარიანტებსაც შეთავაზებთ. მათ თვალწინ შევწვათ მწვადს, გამოვაცხობთ პურს და ა.შ.’’, – აღნიშნა ბეროშვილმა.