სიღნაღში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება
ღონისძიება ,,რეგიონის განვითარების ცენტრის“ ხელშეწყობით გაიმართება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლიზა სოფრომაძის განცხადებით, ფესტივალს საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და მისი მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტიურობის ზრდა.
,,ახალგაზრდები ძალიან დაინტერესდნენ ფესტივალით და მოსწონთ ასეთი ღონისძიებების დაგეგმვა. გასულ წელს დავიწყეთ ამ პროექტზე ,,ახალგაზრდები განვითარებისთვის“ მუშაობა და გადავწყვიტეთ, რომ ყოველ წელს ჩატარდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროექტის თანადამფინანსებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდების კულტურული განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ახალაგზარდებსა და გამგეობას შორის თანამშრომლობა. თანამონაწილეობის კარგი მაგალითია, რდოდესაც მუნიციპალიტეტი და ახალგაზრდები ერთად გეგმავენ გარკვეულ ღონისძიებებს“, – განუცხადა knews.ge-ს სოფრომაძემ.
ღონისძიების ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართება.