წინანდალში კლასიკური მუსიკის აკადემია გაიხსნება
წინანდლის ფესტივალის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი შვეიცარიაში უკვე მოეწერა. კლასიკური ფესტივალი სექტემბერში ჩატარდება. ამ ეტაპზე კი წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ძველი ღვინის მარნის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც knews.ge–ს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ განუცხადა, 2017 წლის 14 სექტემბერს კი 1000 ადამიანზე გათვლილი ღია საკონცერტო დარბაზი გაიხსნება. კლასიკური მუსიკის ცენტრს „სილქროუდ ჯგუფი“ აშენებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 400 ადამიანზე გათვლილი დახურული საკონცერტო დარბაზის მშენებლობაც.
,,ბედნიერი ვარ, რომ საფუძველი ჩაეყარა წინანდლის ფესტივალს, რომელიც გააგრძელებს წინანდლის ისტორიას, ევროპული და ქართული კულტურის დაახლოებისის ტორიას. ეს არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ საგანმანათლებლო ინიციატივაა”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.