სოფელ წინანდალში ავტომანქანა დაიწვა
knews.ge-ს ინფორმაციით, nissan micra–ს მარკის ავტომანქანის მძღოლი მოძრაობდა თელავი–გურჯაანის მიმართულებით, რომლის დროსაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა
,,საშიშროება იყო რომ აფეთქებულიყო, რადგან პატრობს გაზზე ჰყავდა მანქანა გადაყვანილი. მანქანას მართავდა წინანდლელი ახალგაზრდა და ის ერთ–ერთ სადისტრიბუციო კომპანიას ეკუთვნოდა. მანქანას სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართავობის გამო მოეკიდა ცეცხლი”, – განუცხადა Knews.ge-ს სოფელ წინანდალში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა თორნიკე ვეფხიშვილმა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.