„ახტალა“ 100 წლის წინ – უნიკალური ვიდეოკადრები
გურჯაანის რკინიგზის სადგურისა და ახტალის უნიკალური კადრები გადაღებულია 88 წლის წინ რეჟისორ ედუარდ სუპატაშვილის დოკუმენტურ მასალაში. ოპერატორია ფერდინანდ გეგელე.
„ფერდინანდ გეგელე დაიბადა 1899 წელს ქალაქ თელავში. 1926 წლიდან ის კინოოპერატორად მუშაობდა. მანამდე 1917-28 წლებში,თბილისის კინოთეატრ “აპოლოს”ელექტროსადგურში მექანიკოსი იყო. კინოოპერატორის მამა გახლდათ კინოთეატრ “აპოლოს” მფლობელი. 1923-26 წლებში “სახკინმრეწვის” კინოლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო“,-აღნიშბულია კონსტანტინე ელიზბარაშვილის გამოხმაურებაში, რომელიც ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.
ფილმი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და კარგად ასახავს გასული საუკუნის დასაწყისის სოციალურ და კულტურულ ყოფას. კურტორტი ახტალა აღმოსავლეთ ევროპაში უნიკაური ბუნებრივი ტალახით გამოირჩევა. ბოლო 30 წელია ახტალა სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. სანატორიუმის ნაწილს 2011-12 წლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, თუმცა სანატორიუმის შენობა და საპროცესურო კლინიკა კვლავ კეთილმოუწყობელია და განახლებას საჭიროებს.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდებს.
გურჯაანის (რკინიგზის სადგურისა და ახტალის) უნიკალური კადრები. გადაღებულია 1929 წელს (88 წლის წინ). რეჟისორი ედუარდ სუპატაშვილი, ოპერატორი ფერდინანდ გეგელე. სამწუხაროდ, ინფორმაცია მხოლოდ ოპერატორზე მოვიპოვე. ფერდინანდ გეგელე დაიბადა 1899 წელს ქალაქ თელავში. 1917-28 წლებში მექანიკოსად მუშაობდა თბილისის კინოთეატრ "აპოლოს"ელექტროსადგურში. აღსანიშნავია, რომ მამამისი გახლდათ კინოთეატრ “აპოლოს” მფლობელი. 1923-26 წლებში "სახკინმრეწვის" კინოლაბორატორიის ხელმძღვანელია. 1926 წლიდან კი კინოოპერატორად მუშაობდა. ფილმი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.Rare footage of Akhtala Mud Resort in 1929. Akhtala is the only resort with mud therapy in Georgia. Resort is located 420 m height above the sea level in Gurjaani, Kakheti, Georgia.The most famous therapeutic mud quarry. #Gurjaani #Akhtala #Kakheti #Georgia
Posted by Konstantine Elizbarashvili on ორშაბათი, 24 ივლისი, 2017
Akhtala (Gurjaani)