თელავის უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავტორიზაციის ვადა თესაუს გარდა 2017 წელს კიდევ 28 უნივერსიტეტს გაუხანგრძლივდება. კანონპროექტის ინიციატორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრია. პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
„კანონის ახალ რედაქციაში ჩაიწერება, რომ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5 წლიანი ვადა გაუგრძელდებათ 1 წლით“, – განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.