სტატიები

ავარეთ-კახეთის როკის გვირაბი დაღესტნიდან

გზა დაღესტანის ოთხ მთიან რეგიონს გაივლის, მშენებლობა 30 მილიარდი რუბლი ჯდება. ავარო-კახეთის გზის მშენებლობას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ საქართველოში. მას, როკის ახალი გვირაბიც კი უწიდეს. საქართველოდან გადაადგილება ჯერჯერობით ორხიდიანი მანქანით, ცხენით და ფეხით არის შესაძლებელი. ბეშტა დაღესტნის მხარის ერთ-ერთი რაიონია, ხოლო ახალსოფელი ყვარლის რაიონში მდებარეობს.  კახეთ-დაღესტნის გზა, მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეზე გაივლის. საცხენე კახეთ-დაღესტნის საზღვრისპირა მთიანი სოფელია.

საცხენეს მკვიდრი მიშა მოლიჩანოვი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობით შეცბუნებულია და მიიჩნევს, რომ რუსეთს, ცხინვალისა და აფხაზეთის გარდა, საქართველოს სხვა ტერიტორიების ოკუპაციის რეალური შესაძლებლობა მიეცემა.
„2008 წლამდე აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ასე შეტოპავდა და თუნდაც ახალგორს დაიპყრობდა. ეხლა რუსეთს მთელი საქართველოს დაპყრობა უნდა და მათ შორის ჩვენი მხარის. ეხლა რუსეთს ეს მთები აფერხებს და თუ აქ გზა აშენდება, 40 კილომეტრს სულ ნახევარ საათში გადმოივლის და დაგვიპყრობს“, – აღნიშნავს მიშა მოლიჩანოვი.

კავკასიური სახლის წარმომადგენელი ტატო ხუნდაძე ამ გზის მშენებლობით გამოწვეულ სამხედრო საფრთხეს სკეპტიკურად უყურებს. იგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კახეთ-დაღესტნის მაგისტრალის მშენებლობით საქართველოს კახეთიდანაც დაემუქრება რუსული აგრესიის საშიშროება. 
„რუსეთს აფხაზეთში და თბილისიდან 40 კილომეტრში გააჩნია სერიოზული სამხედრო ინფრსატრუქტურა. ამ გზის გარეშეც რუსეთი ნებისმიერ დროს განახორციელებს სამხედრო აგრესიას. თუ ეს გზა გაიხსნება, ვფქირობ, რომ დამატებითი საფრთხე ნამდვილად არ გაჩნდება “, – აცხადებს ტატო ხუნდაძე.

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ავარეთ-კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დადებითი მოვლენაა. მისივე თქმით, მთავარია, ამ გზაზე ტანკებმა არ გაიარონ:
“ნებისმიერი გზა, ნებისმიერი მიმოსვლა, ურთიერთობა საფრთხის შემცვლელი არ არის თავისთავად, თუ ამ გზაზე ტანკი არ გაივლის. მოლაპარაკებები, ურთიერთობები სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ავარიდოთ საქართველოს საფრთხეები, რომლებიც გარედან შეიძლება მოდიოდეს”, – აცხადებს ვოლსკი.

დაღესტნის რესპუბლიკის გზების მშენებლობის სააგენტო საკუთარ ფეისბუკგვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია ის სამუშაოები რომელიც “გუნიბის შოსე — ვანტლიაშევსკის უღელტეხილი” გზის გასაყვანად სრულდება.

2014 წელს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ დროს რუსული პასპორტების დარიგებაც დაიწყო.

ფოტოები ეკუთვნის დაღესტნის რესბუბლიკის გზების მშენებლობის სააგენტოს