ლაგოდეხში აგროტურისტული სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა
როგორც Knews.ge–ს კოოპერატივის ხელმძღვანელმა გიორგი ენუქიძემ განუცხადა, სასტუმროს მშენებლობის შეჩერების მიზეზი ფინანსური სახსრების ნაკლებობაა.
,,კოოპერატივის მფლობელობაში ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე 30 ადგილიანი მშენებარე სასტუმროა, რომლის დასრულებასაც ფინანსური სახსრების არარსებობის გამო ვერ ვახერხებთ. სასტურო ლაგოდეხის ნაკრძალშია აშენებული და მშენებლობის დასამთავრებლად 300–400 ათასი დოლარის ინვესტიცია გვჭირდება. გვქონდა მცდელობა რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში ჩავრთულიყავით, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შედეგს. გვინდა სხვა სახელმწიფო პროგრამებშიც მივიღოთ მონაწილეობა, რომ შევძლოთ მშენებლობის დასრულება. ჩვენ, ასევე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტს ვაწარმოებთ, რომლითაც შეგვეძლება მოვამარაგოთ სასტუმრო’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ენუქიძემ.
კოოპერატივი ,,მარგი L” ფლობს 8 ჰექტარზე გაშენებულ თხილის პლანტაციებს, ვენახსა და სათბურს. მისი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება თხილის წარმოება, მეხილეობა და მემარცვლეობაა. კოოპერატივი მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მიმართულებითაც მუშაობს.