სოფელ ტიბაანში მარცვლეულის შესანახი საწარმო გაიხსნა
საწარმოს ხელმძღვანელის, თეიმურაზ ნასყიდაშვილის ინფორმაციით, მეურნეობა 6 000 ტონა მარცვლეულს იანახვს. საწარმოში, რომელიც 2017 წლის ივნისში ამოქმედდა, 7 ადამიანია დასაქმებული.
,,მარცვლეულის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საწარმოში ჯამურად 490 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 390 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 100 000 აშშ დოლარი – საკუთარი ინვესტიცია. მსგავსი მეურნეობების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის”– განაცხადა საწარმოს ხელმძღვანელმა.
მარცვლეულის შესანახი მეურნეობის მუშაობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძესთან ერთად გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან ახალი საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.