ახალი ამბები

თელავში Golden Tulip-ის სასტუმროს გახსნის თარიღი შეიცვალა

სასტუმროს მფლობელის სს „კახეთის” წარმომადგენელის ზურაბ ნეფარიძეს თქმით, ამ ეტაპზეც სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მთავარი შენობის გარდა დაგეგმილია გარე პერიმეტრის განვითარებაც, რასაც დამატებითი დრო სჭირდება.
„გვსურს სასტუმროს გარდა მოვაწყოთ, საკონფერენციო, საბანკეტო სივრცეები, რესტორნის ფართები, ვმუშაობთ პროექტის განვითარებაზე და შემოდგომაზე გვეცოდინება, როდის დასრულდება სამუშაოები. პროექტის ცვლილების შემდეგ დამატებითი ინვესტიციები ჩაიდება”, –განაცხადა ზურაბ ნეფარიძემ.
როგორც knews.ge-ს კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია შენობის გარე ფასადის სარემონტო სამუშაოები და დაწყებულია შიდა დიზაინის პროექტირება. ზურაბ ნეფარიძეს თქმით, სასტუმროს ასაშენებლად 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
,,სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი იქნება, სადაც 101-ნომერი განთავსდება. ფასებს საშუალო სეგმენტზე გავთვლით. ჩავატარეთ მარკეტინგული კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ კახეთის რეგიონში მოთხოვნა არის ბრენდულ და დიდ სასტუმროზე, სადაც შესაძლებელი იქნება, დიდი ჯგუფების მიღება. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლა 2017 წლის ბოლომდე იგეგმება. თელავის Golden Tulip-ში 150 ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი იქნება”, – აღნიშნა მეფარიძემ.