ახალი ამბები

თელავიდან ბათუმამდე ელექტროდამტენების ქსელი მოეწყობა

G&T-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ინიციატორია E-space, ხოლო მხარდამჭერი – “m2 უძრავი ქონება”. აღსანიშნავია, რომ “m2 უძრავი ქონება” დაფარავს 100,000 ევროს კაპიტალურ ხარჯს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე განვითარებას. 2017 წლის ბოლომდე კი E-space გეგმავს, ასამდე ელექტროდამტენის დაყენებას პარტნიორი კომპანიების გაზგასამართ სადგურებზე, სასტუმროებთან და სუპერმარკეტებთან.