წნორში თიხის ქოთნებში კამეჩის მაწვნის დამზადებას იწყებენ
როგორც knews.ge–ს თეო გელაშვილმა განუცხადა, კამეჩის მაწონს ნატურალური რძით, ყოველგვარი მინარევების გარეშე თიხის ქოთნებში დაამაზდებენ.
„ჩვენ გვინდოდა ისეთი პროდუქტის წამოება, რომელსაც არავინ აკეთებს. ასეთად თიხის ქილებში შედედებული კამეჩის მაწონია. კამეჩის მაწონს კახეთში იშვიათი აწარმოებს, ხოლო თიხის ქოთნებში კი არავინ არ ამზადებს. ჩვენ მაწონს დავამზადებთ ეკოლოგიურად სუფთა რძისგან და წარმოებაში არანაირ მინარევს არ გამოვიყენებთ. ფასი პროდუქციის უნიკალურობიდან გამომდინარე არ იქნება ძვირი და მისი ღირებულება მაქსიმუმ 4 ლარი იქნება. კამეჩის მაწონზე ძალიან დიდი არ არის, ყველა არ ჭამს, მაგალითად, ფეხმძიმეებისა და ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ზედმეტად ცხიმიანია, თუმცა მომხმარებელი მაინც ჰყავს“, – განუცხადა knews.ge–ს თეო გელაშვილმა.
ახალგაზრდა მეწარმე თიხის ქოთნებში ძროხის მაწონს აწარმოებს. თეო გელაშვილმა საწარმოო საქმიანობა 9 თვის წინ ორ მეგობართან, მაკა გელაშვილთან და ვაჟა ცაბუტაშვილთან დაიწყო. მათ ამხანაგობა ჩამოაყალიბეს, და მაწვნის ქიზიყური ბრენდი შექმნეს. მათი იდეა დააფინანსა სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველოში”, საიდანაც 15 ათასი ლარი მიიღეს.
“ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ 9 თვის წინ. თიხის ქოთნებში წრმოებული მაწონი უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთაა. თიხის ქოთნებს ჩვენ მიერ შექმნილი დიზაინითა და წარწერით მეთუნეს ვამზადებინებთ. ქოთნები შიგნიდან თაფლის სანთლით არის მოსანთლული, რომ პროდუქტი სტერილური და ეკოლოგიურად სუფთა იყოს. წარმოების დაწყებისთანავე მაწონმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და მოპოვებული თანხით შევიძინეთ რძის პასტერიზატორი, ხანგრძლივი პასტერიზაცი¬ის აბაზანა და სხვადასხვა რამ, რაც მაწვნის წარმოებისთვის არის საჭირო. ეტიკეტიც ჩვენი შექმნილია.“, – აღნიშნავს თეო გელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, პროდუქცია სიღნაღში მდებარე სასტუმროებში, რესტორნებსა და მაღაზიებში იყიდება. 350 გრამიანი თიხის ქოთნის მაწვნის ღირებულება 2, 50 ლარია.
„თიხის ქოთნებში დამზადებული მაწონი განსაკუთრებით სიღნაღში ჩამოსულ ტურისტებს მოსწონთ და ამიტომ ამ პროდუქტით სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები მარაგდება. მაწონს 350 გრამიანი ქილით ვყიდით. დღეში დაახლოებით 500 ქილა მაწონს ვაწარმოებთ. ძროხები დღეში 300-400 ლიტრს იწველიან.”, – ამბობს გელაშვილი.