სტატიები

ბაზარზე კახური ჩურჩხელისა და ხვანჭკარის ნაყინი გამოჩნდა

მისივე ინფორმაციით, პროდუქციას ჩურჩხელის გარდა, ნიგვზითა და რაჭული ხვანჭკარითაც აწარმოებენ. ახალი პროდუქტი ბაზარზე მაისში გამოჩნდა. 

,,ჩემი ოჯახი აწარმოებს ღვინოს. აქედან გაგვიჩნდა ჩურჩხელითა და ხვანჭკარით ნაყინის დამზადების იდეა. ღვინითა და ჩურჩხელით დამზადებული ნაყინი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია”, – განუცხადა knews.ge–ს ნიკა ჩუგოშვილმა.

ახალგაზრდა მეწარმე ამბობს, რომ ნაყინი ადგილზე, მომხმარებლის თვალწინ მზადდება. ამ ეტაპზე “Ice ‘N Rolls-ის პროდუქცია მხოლოდ მაღაზიათა ქსელ „ისთ ფოინთში“ იყიდება. 

,,ჩვენი სლოგანია „შექმენი შენი ნაყინი“ და მომხმარებელი საკუთარი გემოვნებითა და სურვილით ირჩევს ნებისმიერი სახის ინგრედინეტს, რომელიც გვაქვს. ვენ გვაქვს სხვა ინგრედიენტებიც: თხილი, კაკალი, ხილის ზოგიერთი სახეობაც. ნაყინი მომხარებლის თვალწინ მზადდება სპეციალურად მაცივრის ტიპის აპარატში, რომელშიც ისხმება ნაყინის სითხე, შემდეგ ხვანჭკარა, ერთმანეთში ერევა, იყინება, ეხვევა დანადგარებზე და კეთდება ნაყინის ხვეულები. ამის შემდეგ ზემოდან ვაყრით ჩურჩხლის ანათალებს. ხვანჭკარასთან და ნაყინის სითხესტან ერთად შესაძლოა აირიოს მოხალული თხილი, ნიგოზი მიწის თხილი, ჩამიჩი. პროდუქტში ალკოჰოლის შემცველობა ¼-ზეა. კომპანია მომხმარებელს საკუთარი ნაყინის შექმნას სულ 40 სახეობის ინგრედიენტით სთავაზობს. “Ice ‘N Rolls-ის ნაყინები ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, „ისთ ფოინთშია“ წარმოდგენილი.”, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

მისივე ინფორმაციით, ღვინისა და ჩურჩხელისგან დამზადებული ნაყინის ფასი 4–დან 7 ლარამდე მერყეობს. ჩუგოშვილი აპირებს პროდუქტი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში დააპატენტოს. 

,,4 ლარი ღირს ხვეული ნაყინი, რომელშიც შედის 1 უფასო ინგრედიენტი. დიდი ჭიქის ღირებულებაა 5 ლარი. ნაყინები ხვანჭკარით, ბეილისით და მარტინით ღირს 7 ლარი. ხვანჭკარის ნაყინს სხვა ინგრედინეტთან ერთად ჩურჩხელასაც ვაყოლებთ. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც ნაყინის წარმოებისას ქართული ღვინო და ჩურჩხელა გამოიყენა, დაწყებული გვაქვს საავტორო უფლებებზე მუშაობაც”, – აცხადებს მეწარმე.
კომპანია რამდენიმე კვირის წინ „თიბისი ბანკის“ სტარტაპების მხარდამჭერ პროგრამაში ჩაერთო. 

,,იმაზე მეტი მხარდაჭერა და დახმარება მივიღეთ, ვიდრე ველოდით. ეს ყველაფერი კი პროდუქტის ცნობადობის ამაღლებაში გვეხმარება”, – ამბობს ჩუგოშვილი.

სამომავლოდ კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს. მალე ახალი პროდუქტი თელავსა და ყვარელშიც გაიყიდება.