ვიდეორეპორტაჟი

ბზის, კვიპაროსისა და ტუიას ნერგები ქვემო ალვნიდან

 ფერმერს მარადმწვანე მცენარეების ნერგები სოფელთან ახლოს მოჰყავს. გოგითიძე მცენარეებით ბავშვობიდან არის დაინტერესებული, თუმცა ამ მიმართულებით საქმიანობას 13 წელია რაც მისდევს. 
“ძირითადად მოგვყვავს ბზა, ტუია და კვიპაროსი. წელს პირველად დავთესეთ ცაცხვი. სანერგე მეურნეობა დაახლოებით 13 წლის წინ ჩამოვაყალიბეთ. ამ საქმიანობით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. მამაჩემს ჰქონდა სანერგე მეურნეობა. პირველად ერთი ნაკვეთი ვიყიდე, შემდეგ რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი შევისყიდე”, – განუცხადა knews.ge-ს ნუგზარ გოგითიძე. 
ფერმერი მიუთითებს, რომ ქვემო ალვანი მდიდარია ნოყიერი ნიადაგით, რის გამოც ნერგს მოჰყვება მიწა, რომელიც მარადმწავნე მცენარის გახარების უაცილებელი პირობაა. ბზას კალმით, ხოლო ხოლო ტუიასა და კვიპაროსს თესლით ამრავლებს. გოგითიძე ირწმუნება, რომ მეურნეობაში იყენებს ბიოსასუქებს, რაც ნერგების მაღალ ხარისხს განაპირობებს. 
“ნერგები ძალიან კარგი ხარისხისაა. საქართველოს სხვა რაიონებისგან განსხვავებით აქ ნერგს მიწა მოსდევს. შეიძლება რომ ფოთლოვან მცენარეს მიწა არ მოსდევდეს და გაიხაროს. თუ მარადმწავნე მცენარეს კომი არ მოჰყვა, ვერ გაიხარებს”, – ამბობს გოგითიძე. 
“სანამ მინდორში გადავიტანთ ნერგს, წინასწარ ვაქცევთ ბიოსასუქს მიწაში და შემდეგ ვრგავთ. ნაკელში ბევრი სარეველაა და შრომატევადია. მიწაში ერთდროულად არის ნაკელიც და ბიოსასუქიც და ძალიან სერიოზული შედეგი გვაქვს. თუ ბზის გამრავლება უნდა, მივდივართ, ვაჭრით კალამს, თითოეულს ვაცალკევებთ და გადაგვაქვს ინკუბატორში. ვკალმავთ, შემდეგ იმას სჭირდება მორწყვა, რათა დაფესვიანდეს. ორწლიანები გადმოდის მინდორში. მცენარეებს პატარა დაშორებით ვრგავთ, მიწა რომ დაიზოგოს, მცენარეები ერთმანეთთან ახლოს უნდა დარგო”, – განუცხადა knews.ge-ს სანერგე მეურნეობის თანამშრომელმა ზაზა სისაურმა. 
 ნუგზარ გოგითიძე პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახაორციელებს. ტუიას ნერგების ფასი 2-5 ლარამდე მერყოებს, ბზების ღირებულება 5-დან 7 ლარამდე განისაზღვრება, ხოლო კვიპაროსის შეძენა კი 8-დან 11 ლარამდე არის შესაძლებელი. 
,,საყიდლად ადგილზე მოდიან. ძირითადად თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან მოდიან საყიდლად. კახეთიდან ნერგებს იშვიათად ყიდულობენ. ტუიას ფასი დაბალია, მაგრამ რაოდენობა ბევრია. ბზის ფასი კი 5-დან 7 ლარამდე ლარამდე მერყეობს. ბზას უნდა დაკალმება, უნდა ჩრდილი და წყალი სანამ ფესვსს გაიდგამს. სახლშიო მაქვს დაკალმებული”, – ამბობს გოგითიძე. 
ფერმერი სამომავლოდ ფოთლოვანი მცენარეების ნერგების მოშენებასაც გეგმავს.