სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლისა და საბავშვო ბაღების ბუფეტებს ამოწმებს
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჩატარდა სულ 226 ინსპექტირება, ზედამხედველობა განხორციელდა 8 ბიზნესოპერატორთან, ლაბორატორიული კვლევისთვისკი აღებულია სურსათის 64 ნიმუში.
,,დოკუმენტურად შემოწმდა 295 ობიექტი (112 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები”, – განუცხადეს knews.ge-ს სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 63 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 23 ბიზნესოპერატორს. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით გვრძელდება.