ახალი ამბები

სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი კლინიკა “მედი ქლაბში” რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებედნენ, მას ფილტვების ანთება გაურთულდა.
გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 
1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ასევე წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.