საგარეჯოში სასტუმრო Rooms-ი აშენდება
,,სასტუმრო კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება აგროტურიზმის თემატიკასთან. სასტუმროს ტეტიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. ასევე, კაკლისა და ნუშის მრავალწლიანი ნარგავები, ხელოვნური ტბორი და საოჯახო ტიპის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კომპანია 7 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
,,შპს „სითი ლოფტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირდაპირი მიყიდვით 750 000 ლარად გადასცა ქ. საგარეჯოში მდებარე 3 ერთეული სასოფლო დანიშნულების და სოფელ სათაფლეში მდებარე 127 626 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.