ახმეტაში საჯარო რეესტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა
შენობასთან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, შენობაში ბაგა-ბაღების გაერთიანება, არქივი, ნოტარიუსი და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული.
,,შენობა მთლიანად დაწვას გადაურჩა. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაიწვა დერეფანი და რამდენიმე კარი. ზარალის დათვლა ხვალიდან დაიწყება”, – განაცხადა knews.ge-სთან ბექა ბაიდაურმა.
ბაიდაურისვე ინფორმაციით, საჭირო თანხას სარეზერვო ფონდიდიდან გამოყოფენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.