ახალი ამბები

თელავი–თბილისის ცენტრალურ გზაზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

როგორც თვითმხილველებმა knews.ge-ს განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა და შემდეგ ამობრუნდა. ექიმების თქმით, დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც Knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის1–ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.