სტაფილოს მოსავლის აღება ახალი ტექნოლოგიით
ყველაზე მეტად შესაფერისია ქვიშნარი და მსუბუქი თიხნარი ნიადაგები, რომელთაც კარგი დრენაჟი აქვთ.
სტაფილო სხვა ძირხვენებზე უფრო გვალვაგამძლეა. ტენის უმეტესი რაოდენობა მას განვითარების პირველ ორ თვეს სჭირდება; განვითარების საწყის სტადიაზე ნათესს კვირაში ერთხელ რწყავენ, წყლის ხარჯი — 1კვ.მ.-ზე 3 ლ;
მოსავლის აღებამდე 15-20 დღით ადრე მორწყვა უნდა შეწყდეს. რწყვის სიხშირე და წყლის ხარჯი ამინდის შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ზედმეტი ტენიანობა სტაფილოზე ცუდად მოქმედებს, რადგანაც რბილობის შევსების გამო იზრდება ძირხვენების ზომა, რომელსაც ახლავს მათი დეფორმაცია და დახლეჩა.
ფერმერმა სტაფილოს მოსავალი ყინვების დადგომამდე უნდა აიღოს.
მოწეული სტაფილო დიდხანს არ უნდა გაჩერდეს თბილ სათავსში. მაღალი ტემპერატურისა და მცირე ტენიანობის დროს სტაფილო უკეთ ინახება ქვიშაში ან ტორფში. შესანახად ჩაწყობის წინ შეიძლება ძირხვენების თიხიან წყალში ამოვლება. გაშრობის შემდეგ თიხის ქერქი საიმედოდ დაიცავს ძირხვენებს დაჭკნობისა და სოკოვანი დაავადებებისაგან.
იხილეთ ვიდეო, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიის დახმარებით სტაფილოს მოსავლის მცირე დროში აღება: