შრომის სამართლის სფეროში საკანონმდებლო ადვოკატირება დაიწყო
ადვოკატირების მიზანია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფორმით, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება, მეორე მხრივ, ასოცირების შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა.
,,საკანონმდებლო წინადადებების შინაარსი ეხება „საქართველოს შრომის კოდექსში“ რამდენიმე საკითხის რეგულირებას, მაგალითად: ორსული ქალის მიერ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისას გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლას და ანაზღაურებას. 7 დღეში ერთხელ დღეებს შორის უწყვეტი არანაკლებ 24 საათიანი დასვენების დაწესებას და კვირაში შვიდივე დღეს მუშაობის აკრძალვას. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის დასაშვებობას მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით და სხვა მსგავსი საკითხები“, – განმარტავენ ასოციაციაში.
ადვოკატირების პროცესი ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქესთვის. დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა შეუიძლიათ დარეკონ ნომერზე: 593277514.