თელავში კამპანია „კაცები ზრუნავენ“ იწყება
,,პროექტი გასული წლიდან დავიწყეთ და კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ღონისძიებები მიმდინარე წლიდან კახეთშიც განხორციელდება ადგილობრივ ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან თანამშრომლობით. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თელავის 1-ლი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უკვე შეხვდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი, კარლ კულესა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ალანა არმიტაჯი. ღონისძიებაში, ბავშვებთან ერთად, მათი მამებმაც მიიღეს მონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მამაკაცთა ზრუნვის და ოჯახში მათი თანაბარი ჩართულობის მნიშვნელობას და შეახსენებს საზოგადოებას, რომ გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის”, – განაცხადა knews.ge-სთან ბენიძემ.
მისივე განცხადებით, 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში – დავლების მომზადებაში ყოველდღიურად ჩართული კაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება.