მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრაში რეგისტრაცია თვის ბოლომდე გაგრძელდება
როგორც knews.ge–ს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ განუცხადა, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა – საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.
,,სახელმწიფო ამ კოოპერატივებს გრანტის სახით გადასცემს სწორედ ასეთი საწარმოს შექმნისთვის საჭირო მოწყობილობებს, ხოლო ფერმერთა კოოპერატივების მხრიდან თანამონაწილეობა უნდა იყოს შესაბამისი შენობა–ნაგებობის აშენება, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია, რომლის ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებას, შემოსავლების გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას,’’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მიშელაძემ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურვებ-გვერდზე www.acda.gov.ge შეუძლიათ.