ავარიის დროს დაშავებულის დასახმარებლად ახმეტაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
ღონისძიება 7 აპრილს, 17 საათზე, ახმეტის კულტურის ცენტრში გაიმართება. ბილეთის ფასი იქნება 3 ლარი.
როგორც knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორმა ანა პატარკაციშვილმა განუცხადა, თორნიკე ჭაბუკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მისი რეაბილიტაციის პროცესი დაკავშირებულია დიდ ფინანსურ სახსრებთან, რომლის გადახდის შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს.
„თორნიკეს აღენიშნება ქალა-ტვინის მძიმე ტრამვა, ტრამვული სუბარაქნოიდული სისხჩაქცევები, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრამვული მწვავე ეპიდური ჰემატომა მარცხნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში, თავის ტვინის შეშუპება, მარცხენა თხემ-საფეთქლის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მისი რეაბილიტაციის პროცესი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ახმეტის ახალგაზრდული კიდეც ერთხელ ერთიანდება, რათა დავეხმაროთ თორნიკეს გამოჯანმრთელებაში. ის ერთ-ერთი ჩვენგანია, რომლისთვისაც ახმეტელი ახალგაზრდობა თავის მაქსიმუმს შეძლებს“, – განუცხადა knews.ge-ს ანა პატარკაციშვილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჩაბინაანში 5 თებერვალს მოხდა. როფორ knews.ge-ს დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, “სუბარუს” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად თორნიკე ჭაბუკაშვილის გარდა დაშავდა კიდევ ერთი მგზავრი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თორნიკე ჭაბუკაშვილის დასახმარებლად თი ბი სი ბანკში გახსნილია ანგარიში: GE68TB7749745061100004
მიმღები: მარიამი ჭაბუკაშვილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 574 51 23 51.