ახალი ამბები

მძღოლს, რომელმაც ბადიაურში 6 ადამიანი იმსხვერპლა, 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

,,2016 წლის 11 თებერვალს ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომობილს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მართვის უფლების არმქონე ტარიელ ჯამალაშვილი მართავდა, რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილის მძღოლი, სამი მგზავრი და ავტომობილ „ფორდ-ტრანზიტის“ ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ტ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა.