ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა
თამაზ წითელაურის გადაყენების ინიციატივით ექვსმა ოპოზიციონერმა წევრმა საკრებულოს დღეს დილით მიმართა. როგორც იმპიჩმენტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ knews.ge-ს განუცხადა, თამაზ წითელაური არაკომპეტენტურია, რის გამოც საჭირო გახდა მესამედ ამ პროცედურის დაწყება. საკრებულოს სხდომას 30-ვე წევრი ესწრებოდა. თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტს მხოლოდ 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, 2 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა, ხოლო დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის საჭიროა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია, რაც სულ მცირე 16 ხმას გულისხმობს.
გასულ წელს წარმომადგენლობითი ორაგნოს დეპუტატების ნაწილმა 3 მაისს და 5 დეკემბერს დააყენა თამაზ წითელაურის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუმცა მისი იმიჩმენტი ორჯერვე ჩავარდა.