ახმეტის საკრებულოში 2 კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს
როგორც knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეც. ირაკლი უჯირაულის კანდიდატურას წარმომადგენლობითი ორგანოს ათმა წევრმა დაუჭირა მხარი. სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის კანდიდატი იყო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი მაისურაძე, რომელმაც ფარულ კენჭისყრაში 9 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. ახმეტის საკრებულოში ეს ნიშნავს 16 წევრის მხარდაჭერას.
კომისიის თავმჯდომარედ არჩევამდე ზურაბ გარსევანიძე ფრაქცია „ამომრჩევლის ხმის“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მაგდანა ალხანაშვილი კი ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე იყო. ორივე მათგანი მმართველი პარტიის წევრია.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კომისიის ხელმძღვანელს, მამუკა ხოლეგაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა. სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კი იყო თამარ ყეინიშვილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.