დავით გარეჯი მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა
იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. კლდეში ნაკვეთი მონასტრების კომპლექსი მე-19 საუკუნეში აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
დავით გარეჯის გარდა, National Geographic-ის რეიტინგში ასევე მოხვდნენ კუნძული მოლოკაი ჰავაიში; ჯასპერის ეროვნული პარკი კანადაში; რორაიმას მთა ვენესუელაში; თაღების ეროვნული პარკი იუტაში; სამხრეთ პერუ; ჯუჯუის პროვინცია არგენტინაში, შოკოლადის მთები ფილიპინებში, ციცინათელების გამოქვაბული ახალ ზელანდიაში და სხვა.
ფოტო: National Geographic