წინანდალში ქმარმა ცოლი მოკლა
knews.ge – სთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალბატონი მეუღლემ ოჯახური კონფლიქტის დროს მოკლა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. თვითმხილველთა ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლევლობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩათ. სავარაუდო მკვლელის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია.
ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება კრიმინალური პოლიცია.