ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

როგორც Knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა განუცხადა, სტუდენტებს სტატუსი მხოლოდ ფინანსური დავალიანების გამო არ შეჩერებიათ. მისივე თქმით, სტუდენტებს სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
,,აქედან ყველა სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო არ შეჩერებია სტატუსი. ზოგი პირადი განცხადებით იჩერებს, ზოგი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გამო. რაც შეეხება სწავლის საფასურის გადახდას, ჩვენ 4 ნაწილად ვყოფთ თანხას და სტუდენტებს შეუძლიათ იანვრის პირველ ნახევრამდე დაფარონ დავალიანება”, – განუცხადა Knews.ge-ს ნინო კახაშვილმა.