თელავში პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა
,,დილით გავიგე, რომ საცხობებში პური გაძვირდა, ავტომატურად მოიმატებს ფასები მაღაზიებშიც. დღეს ყველა მაღაზიაში მასიურად არა, მაგრამ ნელ-ნელა ყველგან გაძვირდება, რადგან დანარჩენი ყველაფერი ძვირდება”, – აცხადებს სასურსათო მაღაზიის გამყიდველი ცისანა მეგრელიშვილი.
პროდუქცია შესაძლოა, მცირე საცხობებმა და თონეებმაც გააძვირონ. თონის მეპატრონეები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ხორბლის ფასი გაიზარდა, ხოლო მარაგი, რომლითაც დღემდე პურის ფასს ინარჩუნებდნენ, ამოიწურა.
,,პურის გაძვირება არ იგეგმებოდა, თუმცა ლარის კურსის ცვლილებამ ფქვილზე ზეგავლენა იქონია, რადგან ნედლეულს დოლარში ვყიდულობთ და ადგილზე ლარებშია ანგარიშსწორება. ამას ემატება საწვავზე ფასის ზრდაც”.