პანკისელი მოსწავლეები შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მუშაობას გაეცნენ
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებმა სტუმრებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. ვიზიტის ფარგლებში მოზარდები ახალწვეულთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობის დაესწრნენ. მათთვის ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო.
,,მოზარდებმა დაათვალიერეს ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და აღჭურილობა, ასევე, გაეცნენ ჯარისკაცის ყოველდღიურ რეჟიმს და საქმიანობას. მსგავსი სახის ღონიძიებები მნიშვნელოვანია და შემდეგშიც გაგრძელდება. პანკისის ხეობის ერთ–ერთი სოფლის ბიბლიოთეკისთვის იგეგმება წიგნების გადაცემა, რომელიც სპეციალურად მათთვის შევაგროვეთ”, – განაცხადა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საშტატო უზრუნველყოფის ასეულის მეთაურმა რუსლან ბორჩაშვილმა.
შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, შს სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.