თელაველი ელენე ლუხუტაშვილის გამოფენას ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს
,,ჩემი ნახატები შექმნილია შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტისა და ქვიშის გამოყენებით. ჩემი ყველა ნახატი თავის ისტორიას და კონკრეტულ ამბავს ყვება. მათი უმეტესობა სევდიანია, ისევე როგორც ჩემი ცხოვრება”, – აცხადებს ელენე ლუხუტაშვილი.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლუხუტაშვილის გამოფენა 16 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიხსნება. მსურველებს ნამუშევრების ნახვა 17 დეკემბერსაც შეუძლია.
ხელოვანის გამოფენა თელავში რამდენჯერმე გაიმართა. ერთ-ერთ ბოლო გამოფენას კი თელავის მუსიკალურმა სასწავლებელმა უმასპინძლა.