ახალი ამბები

თელავში მედია კაფეს გადასარჩენად აქცია გაიმართება

თელავის მედია კაფეს ხელმძღვანელის, მაია მამულაშვილის განცხადებით, უწყებამ  იძულებითი გაჩერების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ თელავში ერთ–ერთ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას იჯარის ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოს.

,,მივმართავთ ყველას ვინც მედია კაფე თელავს თვალს ადევნებდა და უყვარდა. სამწუხარო შედეგის წინაშე ვდგევართ, 4 თვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ, მერიამ გამოგვიცხადა, რომ იჯარას აღარ გააგრძელებს. მედია კაფე, რომელიც ნულიდან აღდგა და ჩვენი ძალებით გაუკეთდა რეაბილიტაცია, უნდა ჩამოგვართვან და გამოგვყარონ ჩვენივე შექნილი სივრციდან. ვისაც ოდნავ მაინც გიყვარდათ ეს კაფე, შემოგვიერთდით მერიის უსამართლო გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად,”– ნათქვამია განცახდებაში.

ფართთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მედია კომპანია ,,კახეთის ხმამ” პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე ერთობლივი პეტიცია შეიმუშავა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

საპროტესტო აქცია ხვალ, მედია კაფესთან 13:00 საათზე დაიწყება.