კახეთში თოვლჭყაპსა და ყინვას პროგნოზირებენ
,,ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი, დღისით კი ცივი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – -6;-1 ყინვა შენარჩუნდება. 7 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ამინდი კვლავ გაუარესდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს შესაძლოა, მოთოვოს. 8 დეკემბერს ასევე ზოგიერთ რაიონში მოთოვს. ყინვა დაბლობსა და ბარში კი ღამით დაფიქსირდება. 6-8 დეკემბერს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პერიოდულად ქარბუქი იქნება”, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.
10 დეკებრიდან გამოიდარებს, მაგრამ ღამით ყინვა შენარჩუნდება.