ახალი ამბები

ლაგოდეხში მაზლმა ორსული რძალი დაჭრა, მძახალი კი მოკლა

მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, მძახალი კი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევას კი, წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. მეზობლებისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.